მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 130,065 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

მონუმენტი ევპატორიაში
ყირიმელი თათრების დეპორტაცია (ყირიმ. Qırımtatar halqınıñ sürgünligi, Къырымтатар халкъынынъ сюргюнлиги; უკრ. Депортація кримських татар; რუს. Депортация крымских татар) — ყირიმელი თათრების იძულებითი გადასახლება ყირიმიდან უზბეკეთში და მის მიმდებარე ყაზახეთისა და ტაჯიკეთის რაიონებში. მცირე ჯგუფები ასევე გადაასახლეს მარის ასსრ-ში და რსფსრ-ის სხვადასხვა რეგიონებში. დეპორტაცია განახორციელა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა 1944 წლის 18-დან 20 მაისის ჩათვლით თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი ხელმძღვანელის იოსებ სტალინის ხელმოწერით. ოფიციალურად, დეპორტაცია დასაბუთებული იყო ყირიმელი თათრების მასობრივი მონაწილეობით კოლაბორაციონისტულ ფორმირებებში, რომლებიც გამოდიოდნენ ნაცისტური გერმანიის მხარეზე დიდი სამამულო ომის პერიოდში. ასევე ერთ-ერთი მიზეზი იყო თანამშრომლობა ოკუპანტებთან, თუმცა არც საერთაშორისო სამართალი და არც საბჭოთა კანონები არ განიხილავდა კოლექტიურ პასუხიმგებლობას ცალკეული პირის მიერ ჩადენილ ქმედებაზე. საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1967 წლის 5 სექტემბრის № 493 ბრძანებულებით „ყირიმში მცხოვრები თათარი მოქალაქეების შესახებ“ აღიარებულია, რომ „1944 წელს, ნაცისტური ოკუპაციის შემდეგ ყირიმის გათავისუფლების დროს, ყირიმში მცხოვრები თათრების გარკვეული ნაწილის გერმანელ დამპყრობლებთან აქტიური თანამშრომლობის ფაქტები უსაფუძვლოდ გავრცელდა ყირიმის მთელ თათრული წარმოშობის მოსახლეობაზე“. 1989 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ ყირიმელი თათრების დეპორტაცია უკანონოდ და დანაშაულებრივად აღიარა. 2014 წლის 21 აპრილს, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ყირიმელი თათრებისა და სხვა ყირიმელი ხალხის რეაბილიტაციის შესახებ, რომლებიც დაზარალდნენ სტალინური რეპრესიების გამო.

HSSubpages.svg

დღის სტატია

კულინანი
კულინანი (ინგლ. Cullinan Diamond) — მსოფლიოში უდიდესი ალმასი, რომელიც 1905 წლის 25 ივნისს იპოვა „პრემიერ დაიმონდ მაინინგ კომპანის“ მთავარმა ინტენდანტმა ფრედერიკ უელსმა კულინანში, გოტენგი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. ეს არის აქამდე ნაპოვნ ალმასთა შორის უდიდესი დაუმუშავებელი ქვა იყო სუფთა ალმასის წონით 621.35 გრ. (3.106,75 კარატი). თუმცა კარბონადოს ალმასი, ნაპოვნი ბრაზილიაში, უფრო მეტს იწონიდა - 720 გრ. (3.600 კარატი), მისგან სუფთა ალმასის გამოთლა ვერ მოხერხდა. ძვირფას ქვას სახელი სერ თომას კულინანი, ალმასების მაღაროს მფლობელის, პატივსაცემად დაერქვა.



HSBild.svg

დღის სურათი

ფინელი ჯარისკაცი ჩრდილოეთის ირემთან ერთად. 1944 წლის მაისი.
ფინელი ჯარისკაცი ჩრდილოეთის ირემთან ერთად. 1944 წლის მაისი.



W-circle.svg

სიახლეები

მოჰამედ ულდ ღაზუანი
  • მოჰამედ ულდ ღაზუანი (სურათზე) მავრიტანიის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • ტანზილა ნარბაევა უზბეკეთის სენატის პირველი ქალი ხელმძღვანელი გახდა.
  • რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტის გასაპროტესტებლად რუსთაველის გამზირზე გამოსული მომიტინგეები პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა; დაშავდა ათეულობით ადამიანი.
  • ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამედ მურსი სასამართლო პროცესზე გარდაიცვალა.
  • იტალიელი კინორეჟისორი ფრანკო ძეფირელი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • მოლდოვის რესპუბლიკის ორ უმაღლეს თანამდებობას ქალები იკავებენ: მაია სანდუ მოლდოვის პრემიერ-მინისტრად, ხოლო ზინაიდა გრეჩანი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

  • HSDagensdatum.svg

    25 ივნისი — ამ დღეს...

    დუგლას ჰაიდი
  • 1530 : აუგსბურგის აღსარებალუთერანული ეკლესიის რწმენის პირველი და უმნიშვნელოვანესი დოგმა წარედგინა საღვთო რომის იმპერატორ კარლ V–ს აუგსბურგის სეიმზე.
  • 1678 : ელენა კორნარო პისკოპია პირველი ქალი გახდა, რომელსაც ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
  • 1905 : სამხრეთ აფრიკის მაღაროში აღმოჩენილ იქნა მსოფლიოში უდიდესი დაუმუშავებელი ბრილიანტიკულინანის ალმასი.
  • 1938 : დოქტორ დუგლას ჰაიდი (სურათზე) ირლანდიის პირველი პრეზიდენტი გახდა.
  • 1947 : ანა ფრანკის დღიური გამოქვეყნდა.
  • 1948 : ბერლინის ბლოკადა : „საჰაერო ხიდი“ დაიწყო.
  • 1950 : კორეის ომი დაიწყო ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის.
  • 1998 : კომპანია მაიკროსოფტმა Windows 98 გამოუშვა.
  • 2009 : გარდაიცვალა პოპის მეფედ წოდებული ამერიკელი მომღერალი მაიკლ ჯექსონი.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    მოზამბიკის დროშა