მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 128,349 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

ფილმის პოსტერი
ბორატი! ამერიკის კულტურული გამოკვლევა ყაზახეთის სახელოვანი ერის სასარგებლოდ, მოკლედ ბორატი (ინგლ. Borat! Cultural Learnings of America for Make Benefit Glorious Nation of Kazakhstan) — „Mockumentary“-ის ჟანრის ფილმი, რომლის პროდიუსერიც და მთავარი როლის, ბორატ საგდიევის შემსრულებელი არის ბრიტანელი კომიკოსი საშა ბარონ კოენი. ფილმის გადაღება და დისტრიბუცია მოახდინა კინოკომპანია „20th Century Fox“-მა, ხოლო რეჟისორი იყო ლარი ჩარლზი. ძირითადად, ფილმში ნაჩვენებია ბორატის და სხვა ამერიკელების ურთიერთობა, რომელთა უმრავლესობამ არც კი იცოდა, რომ მათ ფილმში იღებდნენ, ხოლო ბორატი ეგონათ უცხოელი სტუმარი, რომელსაც ზედაპირული გაგება ჰქონდა ამერიკულ კულტურაზე. ბორატის მიერ შექმნილი „Da Ali G Show“-დან, ბორატი არის მეორე პერსონაჟი, რომლის ისტორიაზეც ფილმი გადაიღეს. პირველი ფილმი, „ალი ჯი პარლამენტში“ გამოვიდა 2002 წელს, ხოლო მესამეს, „ბრუნო“ პრემიერა 2009 წელს შედგა. ფილმის პროდიუსირებაზე იზრუნა ბარონ კოენის კომპანია „Four By Two“-მ (სლენგზე, „Four By Two“ ნიშნავს ებრაელს). ფილმი დადებითად იქნა მიღებული მაყურებლის მიერ და აგრეთვე კომერციულად წარმატებული გამოდგა; შემოსავალმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 262 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ბარონ კოენმა შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი მოიგო, ხოლო ფილმი კომედიურ და მუსიკალურ ჟანრში საუკეთესო კინოსურათის ნომინანტთა შორის მოხვდა. ოსკარის 79-ე დაჯილდოებაზე, ბორატი ნომინირებული იყო საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში. ფილმი, გამოსვლიდან ორი წლის განმავლობაში, არაერთი უთანხმოებისა თუ სკანდალის ცენტრში მოექცა. გადამღები ჯგუფისა თუ მსახიობთა გუნდის არაერთმა წევრმა სურათის შემქმნელები გააკრიტიკა, ზოგმა სასამართლო დავაც კი წამოიწყო. ფილმი აკრძალეს ყველა არაბულ ქვეყანაში (გარდა ლიბანისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისა, სადაც ცენზურაში გატარებული ვერსია აჩვენეს), ხოლო რუსეთის ხელისუფლებამ მოუწოდა კინოთეატრებს, ფილმი არ ეჩვენებინათ. „ბორატი“ DVD-ზე 2007 წლის 5 მარტს გამოვიდა.

HSSubpages.svg

დღის სტატია

კონფერენციაზე წარმოდგენილი სახელმწიფოები

ბანდუნგის კონფერენცია — აზიისა და აფრიკის 29 ქვეყნის კონფერენცია, ჩატარდა 1955 წლის 18-24 აპრილს ინდონეზიის ქალაქ ბანდუნგში. გადაწყვეტილება მისი მოწვევის შესახებ მიიღო ინდოეთის, ბირმის, ინდონეზიის, პაკისტანისა და ცეილონის პრემიერ-მინისტრთა კოლომბოს თათბირმა 1954 წლის აპრილში.

კონფერენციის მონაწილეებმა დაგმეს კოლონიალიზმი, რასობრივი დისკრიმინაცია და სეგრეგაცია, მხარდაჭერა გამოუცხადეს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ხალხებს, თხოვნით მიმართეს გაეროს უშიშროების საბჭოს მიეღოთ გაეროში კამბოჯა, ცეილონი, იაპონია, იორდანია, ლაოსი, ლიბია, ნეპალი და გაერთიანებული ვიეტნამი.



W-circle.svg

სიახლეები

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი
  • პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის (სურათზე) შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.
  • სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაამხეს.
  • დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ვიკილიქსის დამაარსებელი ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში დააპატიმრა.
  • პირველად ისტორიაში, ასტრონომებმა შავი ხვრელისთვის ფოტოს გადაღება შეძლეს.
  • ქართველი კინორეჟისორი გიორგი დანელია 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • ალჟირის პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა საპროტესტო აქციების ფონზე გადადგა და პრეზიდენტის მოვალეობას აბდელქადერ ბენსალაჰი ასრულებს.

  • HSDagensdatum.svg

    18 აპრილი — ამ დღეს...

    ბორესლავ I მამაცი

    იუნესკო – ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე.

  • 1025 : ბოლესლავ I მამაცი (სურათზე) პოლონეთის პირველი მეფე გახდა.
  • 1506 : წმ. პეტრეს ბაზილიკის მშენებლობა დაიწყო ვატიკანში.
  • 1906 : მძლავრი მიწისძვრით გამოწვეულმა ხანძარმა 3 000 ადამიანი იმსხვერპლა და სან-ფრანცისკოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი უსახლკაროდ დატოვა.
  • 1942 : მმო : მოკავშირეთა თექვსმეტმა ბ-25 ავიაბომბდამშენმა დულიტლის რეიდი დაიწყო იაპონიის უდიდეს ქალაქებზე.
  • 1946 : ერთა ლიგის დაშლა გამოცხადდა.
  • 1996 : ოპერაცია რისხვის მტევნების განხორციელებისას ისრაელის ჯარებმა არტილერიული იერიში მიიტანეს ქანაზე, ლიბანი, რის გამოც 100 მშვიდობიანი მოქალაქე და 110 გაეროს თანამშრომელი დაიღუპა.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    ჰასეკურა ცუნენაგა